მომსახურება
მოძრავი ქონება
KobeOFF — ავტომობილის სწრაფი და უსაფრთხო გაყიდვა 21 დღემდე
გსურთ გაყიდოთ ავტომობილი სწრაფად, მარტივად და საუკეთესო პირობებით? KobeOFF გთავაზობთ ავტომობილის გაყიდვის სრულ სერვისს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენს ავტომობილზე მორგებულ, ინდივიდუალურ სარეკლამო კამპანიას, რაც გარანტირებულად შეამოკლებს რეალიზაციის ვადებს 21 დღემდე.
რატომ KobeOFF?
-
საბანკო და ავტოლომბარდების ქსელი: ვთანამშრომლობთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან (ს/ს საქართველოს ბანკი, ს/ს თიბისი ბანკი, ს/ს პროკრედიტ ბანკი) და ლიცენზირებულ ავტოლომბარდებთან. თქვენი ავტომობილი ავტომატურად გამოჩნდება მათ ბაზებში თანადაფინანსების მისაღებად, რაც ზრდის მყიდველთა ინტერესს.
-
ინდივიდუალური მიდგომა: ვქმნით სპეციალურ სარეკლამო ბადეს, რომელიც მაქსიმალურად უსვამს ხაზს თქვენი ავტომობილის უპირატესობებს.
-
გამჭვირვალობა და სანდოობა: მომხმარებელთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და სრული ინფორმაციული მხარდაჭერა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.
ავტომობილის განთავსებისთვის საჭიროა:
-
კომპანია "ქარუს" (Qaru) ტექნიკური დასკვნა
-
ავტომობილის ტექ. პასპორტი
-
მფლობელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა