საიტის მომსახურეობის წესები
საიტის მომსახურეობის წესები
საიტის მომსახურების წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და www.kobeoff.ge-ს (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ www.kobeoff.ge ვებგვერდის გამოყენებას. www.kobeoff.ge პლატფორმა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები — მათ შორის, კომპანიის მიერ მომხმარებლის მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებასთან დაკავშირებით — შემდგომში ერთობლივად მოიხსენიება, როგორც www.kobeoff.ge პლატფორმა.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს, მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.
ვინაიდან მომხმარებელს სურს, www.kobeoff.ge-ს მიერ ოპერირებად პლატფორმაზე გახსნას პირადი ანგარიში ან ანგარიშის გახსნის გარეშე ისარგებლოს კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისებით, ხოლო www.kobeoff.ge-ს მიზანია გაუწიოს მომხმარებელს აღნიშნული მომსახურება, კომპანია და მომხმარებელი თანხმდებიან ხელშეკრულების დადებაზე, რომლის საფუძველზეც მოხდება მომხმარებლის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება, კომპანიის შემოთავაზებული მომსახურებით სარგებლობა, მომსახურების ღირებულების ანაზღაურება და ანგარიშის დახურვა.
გთხოვთ, ვებგვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ გამოყენების წინამდებარე წესებს.
ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს www.kobeoff.ge პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. www.kobeoff.ge-ს ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების განხორციელების შემდეგ ვებგვერდის პირველივე გამოყენებისთანავე თქვენ გამოგიჩნდებათ წესებისა და პირობების განახლებული ვერსია. ვებგვერდით ან/და კომპანიის მომსახურებით შემდგომი სარგებლობისთვის, თქვენ სავალდებულო წესით უნდა გაეცნოთ განახლებულ პირობებს და დაადასტუროთ თანხმობა. www.kobeoff.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით www.kobeoff.ge-ის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკას.
შენიშვნა: კომპანია აფრთხილებს მომხმარებელს, რომ იგი ვალდებულია დაიცვას მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები.
1. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებსა და განმარტებებს აქვს ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ გამომდინარეობს:
-
1.1 ანგარიში — ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე რეგისტრირებულ პირად ანგარიშს.
-
1.2 ავტორიზაცია — ნიშნავს მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომას და მოიცავს წინამდებარე წესებისა და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას.
-
1.3 გამოყენების წესები — ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევს ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და პროდუქტთან, რომელიც შეთავაზებულია ვებგვერდზე/აპლიკაციაში ან ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით.
-
1.4 ვებგვერდი — ნიშნავს www.kobeoff.ge-ს, რომლის მეშვეობითაც ხდება მომხმარებლის მიერ კომპანიის სერვისების შეკვეთა და მიღება.
-
1.5 კომპანია, ჩვენ ან ჩვენი — ნიშნავს www.kobeoff.ge-ს, რომელიც რეგისტრირებულია და არსებობს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
-
1.6 მომხმარებელი — ნიშნავს ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ ნებისმიერ პირს, რომელიც სარგებლობს ვებგვერდით; წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის, მომხმარებელი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე.
-
1.7 მხარეები — ნიშნავს კომპანიასა და მის მომხმარებლებს ერთობლივად.
-
1.8 პლატფორმა — www.kobeoff.ge-ს მიერ ოპერირებადი პლატფორმა, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს www.kobeoff.ge-ს ვებგვერდს, აპლიკაციას ან/და ხელმისაწვდომ ყველა სხვა ალტერნატიულ არხს.
-
1.9 საკონტაქტო ინფორმაცია — მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
-
1.10 ოპერაცია — მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურებასთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება.
-
1.11 უნივერსალური იდენტიფიკატორები — მომხმარებლის მიერ www.kobeoff.ge-სთვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (მათ შორის: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი), რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში ან/და სარგებლობს კომპანიის დისტანციური მომსახურებითა და პროდუქტის არხებით.
-
1.12 წვდომის კოდ(ებ)ი — კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები ან/და სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც კომპანიამ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს სხვადასხვა პროდუქტზე წვდომისათვის.
-
1.13 ხელშეკრულება — მომხმარებლებსა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის შემცველი ტერმინები გულისხმობს მრავლობითს და პირიქით.
2. განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
-
2.1 მომხმარებელი არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და არ წარმოადგენს კომპანიის დასაქმებულს, პარტნიორს ან/და აგენტს.
-
2.2 კომპანია თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და ა.შ.
-
2.3 არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი.
-
2.4 გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარის ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ, არ წარმოადგენს ძალადობის, მოტყუების ან შეცდომაში შეყვანის ობიექტს კომპანიის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს.
-
2.5 გააჩნია სრული უფლებამოსილება (ან მიიღებს შესაბამის უფლებამოსილებას) იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებითა და განაცხადით გათვალისწინებული ვალდებულებები.
-
2.6 გაეცნო პირობებს და აღნიშნული პირობები მისთვის სრულად მისაღებია.
-
2.7 მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი და უტყუარი.
-
2.8 არ არის ჩაბმული და არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით უკანონო ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში).
-
2.9 პირადი ანგარიშის გახსნისას ან/და მომსახურებით სარგებლობისას, აგრეთვე ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაშია/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
-
2.10 მისი ქმედება არ არის და არ იქნება მიმართული www.kobeoff.ge-ს ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე შესასრულებლად, მის მიერ კომპანიისთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარდგენის მომენტისათვის არის და იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული.
-
2.11 იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს.
-
2.12 თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, www.kobeoff.ge-მ მოიძიოს, გადაამოწმოს და დაამუშაოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.
-
2.13 იგი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა.
-
2.14 კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებზე, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და მიიჩნევს მათ ხელშეკრულების არსებით პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია კომპანიის მიერ ხელშეკრულებითა და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი პროდუქტის მიწოდებასა თუ მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.
-
2.15 მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:
-
2.15.1 ვებგვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და, შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
-
2.15.2 არ გამოიყენებს რაიმე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით, მომსახურების მიღებასთან ან გამოყენებასთან მიმართებით;
-
2.15.3 კომპანიის ვებგვერდის მომსახურება გარკვეულ შემთხვევებში მოიცავს მომხმარებლის დაკავშირებას მესამე მხარეებთან, რომლებსაც შეუძლიათ უძრავი ქონების ან მომსახურების შემოთავაზება. ჩვენ არ ვიღებთ არანაირ ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას მათი ნამდვილობის, გაყიდვისუნარიანობის, იურიდიული ან საკუთრების სტატუსის, ან პროდუქციისა და მომსახურების მახასიათებლების შესახებ. იმ შემთხვევებში, როდესაც გთავაზობთ მესამე მხარის პროდუქციასა და მომსახურებაზე წვდომას ან ჰიპერბმულებს, ამას ვაკეთებთ მხოლოდ საინფორმაციო მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ინფორმაცია შეიძლება გამოსადეგი იყოს მომხმარებლისათვის. ასეთი ბმულები არ წარმოადგენს მესამე მხარის მიერ ამ ვებგვერდზე განთავსებული მოსაზრებების, იდეების, პროდუქტების, ინფორმაციის ან სერვისების დადასტურებას ან ჩვენს პასუხისმგებლობას. თქვენ იყენებთ მესამე მხარის ინფორმაციას ან/და ბმულს საკუთარი რისკით და კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე მხარის ინფორმაციის ან/და საიტების შინაარსის, გამოყენების ან ხელმისაწვდომობის შესახებ. ჩვენ არ ვადასტურებთ ასეთი მესამე მხარის მონაცემთა სიზუსტეს და არ ვიძლევით გარანტიას, რომ შინაარსი თავისუფალია საავტორო ან სხვა უფლებების დარღვევისგან, ვირუსებისგან ან მავნე პროგრამებისგან.
-
3. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და რეგისტრაცია
-
3.1 კომპანიის მომსახურებით სარგებლობისთვის მომხმარებელი კომპანიის ვებგვერდზე ან აპლიკაციაში პირადი მონაცემების რეგისტრაციის საფუძველზე ხსნის პირად ანგარიშს. რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა წინამდებარე პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე.
-
3.2 მომხმარებელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არ გადასცეს ისინი მესამე პირებს.
-
3.3 მომხმარებელი ეკისრება სრულ პასუხისმგებლობას პირადი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. მესამე პირის მიერ ანგარიშზე წვდომის შემთხვევაში მიიჩნევა, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ ანგარიშზე უნებართვო წვდომით დამდგარ ზიანზე.
-
3.4 მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიის მხარდაჭერის გუნდს, თუ გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი მონაცემები მოიპარეს, დაკარგეს ან უნებართვოდ გამოიყენეს.
-
3.5 პირადი ანგარიშის გახსნით მომხმარებელი ადასტურებს, რომ იგი არ არღვევს კანონს, რეგულაციებს ან მესამე პირთა უფლებებს.
-
3.6 მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და დროული განახლება. www.kobeoff.ge არ არის პასუხისმგებელი აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანზე.
4. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
-
4.1 მომხმარებლის სახელი (Username) — ავტორიზაციისთვის საჭირო უნიკალური პარამეტრი.
-
4.2 პაროლი — ავტორიზაციისთვის საჭირო კონფიდენციალური კოდი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს.
-
4.3 პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი — ფიზიკური ან იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემი.
-
4.4 ელექტრონული ფოსტის მისამართი — მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ოპერაციების წარმოებისათვის საჭირო წვდომის კოდებსა და შეტყობინებებს.
-
4.5 მობილური ტელეფონის ნომერი — საკონტაქტო და ავტორიზაციის დამატებითი არხი.
5. მომსახურების საფასური და დაბრუნების პოლიტიკა
-
5.1 მომხმარებელს მომსახურების საკომისიო უბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურე პირს შეემთხვევა უბედური შემთხვევა, რაც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციით და წარდგენილი უნდა იყოს საავადმყოფოდან გამოწერიდან არაუგვიანეს 72 საათის განმავლობაში.
6. ავტორიზაცია და კომუნიკაცია
-
6.1 ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებგვერდით/აპლიკაციით სარგებლობისთვის მომხმარებელი გადის ავტორიზაციას უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.
-
6.2 აპლიკაციით ავტორიზაციისას მომხმარებელი უფლებამოსილია გამოიყენოს სოციალური ქსელების ანგარიშები (Facebook, Google და ა.შ.), ტექნიკური შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში.
-
6.3 ვერიფიცირებული მომხმარებლის ანგარიშის დეაქტივაციისთვის აუცილებელია წერილობითი შეტყობინების გაგზავნა მისამართზე: info@kobeoff.ge.
-
6.4 მესამე პირისათვის ხელშეკრულების მომზადების (დამზადების) საფასური შეადგენს ფიქსირებულ 50 (ორმოცდაათი) ლარს.
-
6.5 ხელმოწერილი ხელშეკრულების დაბრუნება უნდა განხორციელდეს სველი ხელმოწერით კომპანიის ფაქტობრივ მისამართზე ან ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: sales@kobeoff.ge ან info@kobeoff.ge. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეკვეთის მიღება დადასტურებულად არ ჩაითვლება.
7. კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
-
7.1 მომხმარებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ მომსახურებით სარგებლობს საკუთარი ნებითა და რისკით.
-
7.2 კომპანია უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას ჯეროვანი კვალიფიკაციითა და ზრუნვით, თუმცა არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდი ან მომსახურება იქნება მუდმივად შეუფერხებელი, უშეცდომო ან თავისუფალი ტექნიკური ხარვეზებისგან.
-
7.3 კომპანია არ არის პასუხისმგებელი პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე, მიუღებელ შემოსავალზე, ბიზნესის შეწყვეტასა თუ მონაცემთა დაკარგვაზე, რომელიც გამოწვეულია პლატფორმის ან მესამე მხარის ბმულების გამოყენებით.
-
ტექსტი გადავამოწმე, გავასწორე იურიდიულად, აღმოვფხვერი გრამატიკული და სტილისტური ხარვეზები და ყველა
.comდომენი ჩავანაცვლე.ge-თი.აი, გასწორებული ვერსია:
7.4 ვერიფიცირებული მომხმარებლის ანგარიშის დეაქტივაციისთვის აუცილებელია წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ელექტრონულ მისამართზე: info@kobeoff.ge.
7.5 მესამე პირისათვის ხელშეკრულების მომზადების (დამზადების) საფასური შეადგენს ფიქსირებულ 50 (ორმოცდაათ) ლარს.
7.6 ხელმოწერილი ხელშეკრულების დაბრუნება უნდა განხორციელდეს სველი ხელმოწერით კომპანიის ფაქტობრივ მისამართზე ან ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: sales@kobeoff.ge ან info@kobeoff.ge. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეკვეთის მიღება დადასტურებულად არ ჩაითვლება.
8. კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
-
8.1 თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში, ისარგებლოთ თუ არა მომსახურებით, და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
-
8.2 ჩვენ უზრუნველვყოფთ მომსახურების გაწევას ჯეროვანი კვალიფიკაციითა და ზრუნვით, წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. კომპანია არ იძლევა დამატებით გარანტიას მომსახურებასთან, პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, გამოვრიცხავთ ჩვენს პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით ( მათ შორის, ნაგულისხმევ გარანტიებს, დამაკმაყოფილებელ ხარისხს ან/და თქვენს მიზნებთან შესაბამისობას). კერძოდ, არ ვიძლევით გარანტიას, რომ ვებგვერდი ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან თავისუფალი ტექნიკური და პროგრამული ხარვეზებისგან.
-
8.3 კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი მესამე პირის წინაშე სახელშეკრულებო, დელიქტური, გაუფრთხილებლობით გამოწვეული ან სხვა საფუძვლით დამდგარ ნებისმიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზიანზე, მათ შორის, ბიზნესის ან მოგების დაკარგვაზე (მათ შორის, მოსალოდნელი მოგების მიუღებლობაზე), საქმიანობის შეწყვეტასა თუ სხვა ფინანსურ ან ნივთობრივ დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულია მომსახურების გამოყენებით.
-
8.4 კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე იმ დანაკარგსა და ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ვებგვერდზე განთავსებული ბმულების გამოყენებით. კომპანია არ აგებს პასუხს იმ ვებგვერდების შინაარსზე, რომლებზეც გადამისამართდებით ჩვენი ვებგვერდიდან.
-
8.5 თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ ეკისრება პასუხისმგებლობა თქვენს ან მესამე პირთა წინაშე მომსახურების პირობების ცვლილების, მომსახურების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში.
-
8.6 თქვენ ეთანხმებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება არ იმუშავებს გამართულად — ტრანზაქციის ან ოპერაციის შეფერხების, მონაცემთა დაკარგვის, მესამე პირთა მიერ საიტის უკანონო გამოყენების ან ჩვენგან დამოუკიდებელი სხვა გარემოებების გამო:
-
8.6.1 კომპანია არ არის პასუხისმგებელი აღნიშნულით გამოწვეულ ზიანზე (მათ შორის, მიუღებელ შემოსავალზე) და ასეთი ზიანი ანაზღაურებას არ ექვემდებარება;
-
8.6.2 თუ სისტემური შეცდომის შედეგად გაიზარდა თქვენი მოგება ან თქვენთვის გადასახდელი თანხა, თქვენ არ გაქვთ ასეთი სარგებლის მიღების უფლება. ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ აცნობოთ კომპანიას შეცდომის შესახებ და დაუბრუნოთ არასწორად ჩარიცხული თანხა, ან კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად ჩამოგაჭრათ აღნიშნული ოდენობა თქვენი ანგარიშიდან.
-
-
ვინაიდან კომპანია წარმოადგენს მხოლოდ შუამავალ/მხარდამჭერ პლატფორმას, იგი არ აგებს პასუხს მომხმარებლებს შორის ურთიერთობაზე, მათ შორის:
-
8.7 მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული პირადი ან მესამე პირთა მონაცემების სიზუსტეზე;
-
8.8 მომხმარებლებს შორის კომუნიკაციის დამყარებასა და მის შედეგებზე;
-
8.9 მომხმარებლებს შორის დადებული ხელშეკრულების ჯეროვან და დროულ შესრულებაზე;
-
8.10 მომხმარებლისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის/სერტიფიკატის არსებობაზე;
-
8.11 მომხმარებლის მიერ მესამე პირებისათვის მიყენებულ ზიანზე;
-
8.12 მომხმარებლებს შორის არსებული გარიგებიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებებსა თუ გადასახდელებზე.
-
8.13 მომხმარებლისათვის დაუშვებელია კომპანიის წარმომადგენელთან (მათ შორის, პროექტის ხელმძღვანელთან) არასამუშაო საათებში დაკავშირება პირად ან სამსახურებრივ ნომერზე. ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, შეწყვიტოს მიმდინარე თუ მომავალი შეკვეთა და გააუქმოს მომხმარებლის პირადი პროფილი KobeOFF-ის სისტემაში.
-
9. კორპორატიული გაყიდვები
-
9.1 კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ბილეთების კორპორატიული შესყიდვის მომსახურებას იმ პირობით, რომ აღნიშნული დაშვებულია ღონისძიების ორგანიზატორის მიერ.
-
9.2 კორპორატიული გაყიდვებისას, თუ ორგანიზატორი არ წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელს, ინვოისით შეძენის შემთხვევაში ბილეთების ღირებულებას ემატება 18%, რაც აისახება შესაბამის ინვოისში.
-
9.3 ბიზნესბარათით შეძენისას ინვოისის/ანგარიშ-ფაქტურის გაცემა შეძენის შემდეგ შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, კომპანია გასცემს ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ ოფიციალურ ცნობას, სადაც დაფიქსირდება გადახდილი თანხა და შეძენის თარიღი.
-
9.4 კორპორატიული შესყიდვისთვის მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: info@kobeoff.ge და მიაწოდოს ღონისძიების დასახელება, ადგილები/რაოდენობა, კატეგორია და კომპანიის/ფიზიკური პირის რეკვიზიტები.
-
10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
-
10.1 ხელშეკრულება ძალაში შედის და მოქმედებს მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
-
11. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
-
11.1 წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
-
11.2 მხარეთა მიერ ვალდებულებების შესრულების ადგილად მიჩნეულია ქ. თბილისი.
-
11.3 წინამდებარე პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება წყდება მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობისას — საქართველოს სასამართლოს მიერ.
-
12. კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემები
-
12.1 კომპანია უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ამ წესების განუყოფელ ნაწილს.
-
12.2 კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე, თუმცა მონაცემთა ღია არხებით გადაცემისას იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირთა მიერ არასანქცირებულ წვდომაზე, თუ ეს გამოწვეულია მომხმარებლის მხრიდან უსაფრთხოების ზომების დაუცველობით.
-
13. ცვლილებები პირობებში
-
13.1 კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში. ცვლილებების შემდეგ მომსახურების მიღების გასაგრძელებლად მომხმარებელი ვალდებულია ხელმეორედ განაცხადოს თანხმობა განახლებულ პირობებზე.
-
14. ერთიანი ხელშეკრულება
-
14.1 წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს ერთიან შეთანხმებას მომხმარებელსა და კომპანიას შორის და ანაცვლებს ყველა წინარე წერილობით თუ ზეპირ შეთანხმებასა და კომუნიკაციას.
-
15. გარდამავალი დებულებები
-
15.1 მუხლების სათაურები გამოყენებულია ტექსტით სარგებლობის მოსახერხებლად და არ ახდენს გავლენას პირობების განმარტებაზე.
-
15.2 მოთხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია მიაწოდოს www.kobeoff.ge-ს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
-
15.3 რომელიმე პუნქტის ბათილობა არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ან მისი სხვა პუნქტების ბათილობას.
-
15.4 კომპანიას უფლება აქვს, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში.
-
15.5 მომხმარებელს არ აქვს უფლება, კომპანიის წერილობითი თანხმობის გარეშე სხვა პირს გადასცეს ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები თუ ვალდებულებები.
-
15.6 საკითხები, რომლებიც არ არეგულირდება ამ პირობებით, წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
-
10.2 თუ მომხმარებელმა შეათანხმა საფასური KobeOFF-ის სისტემაში და მომსახურების/პროდუქტის რეალიზაცია განახორციელა კომპანიის გვერდის ავლით, იგი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაურის 30%.
-
10.3 საიტის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, გააუქმოს შეკვეთა ნებისმიერ დროს. ამ შემთხვევაში მომხმარებელს ეგზავნება შეტყობინება (SMS ან ელფოსტა). გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა).
.