ჩვენ შესახებ
ჩვენს შესახებ
ჩვენ შესახებ — KobeOFF
გაყიდვების სააგენტო KobeOFF 2022 წელს ირაკლი კობერიძემ დააარსა. კომპანიის ძირითად ხედვასა და ღირებულებას დაარსების დღიდან წარმოადგენს: მეგობრული და პროფესიონალური მიდგომა, სანდოობა და გრძელვადიანი თანამშრომლობა.
დამფუძნებელს გაყიდვებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს:
-
2010 წლიდან: მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციების მარკეტინგულ პროგრამებში მთავარი მენეჯერის პოზიციაზე (წამყვან კომპანიებს უწევდა მარკეტინგულ მომსახურებას და მართავდა ურთიერთობებს ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან).
-
2014 წლიდან: მოღვაწეობდა ინტერნეტ-მაღაზია Salesplace-ში გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
-
2016–2018 წლებში: იკავებდა OnlineShopping-ის PR და გაყიდვების მენეჯერის პოზიციას. მას აქვს უძრავი ქონების ბაზარზე მუშაობის დიდი გამოცდილება, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ფართების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავების მიმართულებით.
-
2019–2022 წლებში: მოღვაწეობდა პრომოუტერად, სადაც დაგეგმა და დაორგანიზება გაუწია 100-ზე მეტ ღონისძიებას.
-
2019–2021 წლებში: იყო ივან აბრამოვის, ვიქტორ კომაროვისა და სლავა კომისარენკოს PR მენეჯერი.
KobeOFF წარმოადგენს თანამედროვე და დინამიკურად მზარდ კომპანიას ქართულ ბაზარზე. ჩვენი ძირითადი მიმართულებაა სწრაფი და მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფა შემდეგ სფეროებში:
-
უძრავი და მოძრავი ქონება: ბინებისა და სახლების შეფასება, ყიდვა, გაყიდვა და გაქირავება;
-
Event-მენეჯმენტი: ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება, არტისტების/მსახიობების დაჯავშნა (booking) და ბილეთების რეალიზაცია.
KobeOFF ორიენტირებულია თქვენი პროდუქტის, უძრავი ქონებისა თუ ღონისძიების ბილეთების ეფექტურ წარდგენასა და სწრაფ რეალიზაციაზე. ჩვენი გუნდი მზადაა გაგიწიოთ პროფესიონალური კონსულტაცია და დაგეხმაროთ ნებისმიერი ჩანაფიქრის რეალიზებაში.
მადლობას გიხდით ნდობისთვის!